თავდასხმა ბრიუსელში

ბრიუსელში მაჩეტეთი შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს დაესხა თავს

Aurore Bertoud Twitter/Aurore Bertoud

ბრიუსელში მაჩეტეთი შეიარაღებული ქალი ავტობუსში მგზავრებს დაესხა თავს და 2 ადამიანი დაჭრა.

თავდამსხმელმა ავტობუსიდან გაქცევა მოახერხა და სავაჭრო ცენტრში სცადა დამალვა, სადაც კიდევ ერთ ადამიანს მიაყენა ჭრილობა. თუმცა, სამართალდამცველებმა დამნაშავე მალევე დააკავეს.

სამივე დაშავებულის მდგომარეობა მსუბუქია.

სამართალდამცავების ცნობით, ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, ტერორიზმს არ უკავშირდება.

კომენტარები