ავტოსაგზაო შემთხვევა

წერეთლის გამზირზე ავტომანქანამ ქვეითი იმსხვერპლა

ტაბულა

დღეს საღამოს წერეთლის გამზირზე, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, შუახნის მამაკაცი დაიღუპა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

ავტომანქანის მძღოლი არ მიმალულა.

კომენტარები