ვლადიმერ ბედუკაძე

უსუფაშვილი: ბედუკაძის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობას არ და ვერ ავიღებ

ის, რაც ხდებოდა პროკურატურაში, ვინ დააკავა პროკურორმა და ვინ გაათავისუფლა, მე პასუხისმგებლობას არ და ვერ ავიღებ, რადგან არ შემეძლო მასში ჩარევა. ასევე რესპუბლიკური პარტიიდან პროკურატურის სისტემაში, უშიშროების სამსახურის სისტემაში, პოლიციის სისტემაში, ოთხი წლის განმავლობაში დასაქმდა ერთადერთი ქალბატონი პროკურორი სამეგრელოში. ასე რომ, რესპუბლიკურ პარტიას, როგორც პარტიას, არ შეიძლებოდა, ჰქონოდა გავლენა ამ პროცესებზე, და ინდივიდუალურად რესპუბლიკელები პროკურატურის, უშიშროების და პოლიციის სისტემებში არ დასაქმებულან. 

პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი კითხვაზე - "მაშინ, როდესაც ვლადიმერ ბედუკაძე საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს, რესპუბლიკური პარტია კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობაში იყო. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას"?

კომენტარები