ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი კვალიფიკაციით შეუსაბამო ადამიანი წამოაყენეს თბილისში მაჟორიტარობის კანიდატებად. მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილი, ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნების დროს ვერ დაარეგისტრირეს პრეზიდენტობის კანდიდატად, ვინაიდან მას არ ჰქონდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. და თუკი ფეხბურთშია დიპლომი საჭირო, სახელმწიფოს მართვას არ სჭირდება დიპლომი?
tbl.ge/1u9j
დაკოპირდა

ქართულმა ოცნებამ გუშინ მიხეილ ყაველაშვილი ნაძალადევის მე-18 ოლქში დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. კონსტიტუცია პარლამენტის წევრობისთვის განათლების ცენზს არ ადგენს. კონსტიტუცია განსაზღვრავს დეპუტატობის მინიმალურ ასაკს, რაც 21 წელს შეადგენს.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
- ყაველაშვილი: ახალი წელი მოდის, ეს ისეთი თარიღია, ტრადიციული, ბავშვობიდან მოგვდევს
- ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა
- ყაველაშვილი სერბეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შეხვდა
- ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა




