აშშ-მა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გუანტანამოს 15 პატიმარი გადასცა

Reuters

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გუანტანამოს ციხის 15 პატიმარი გადასცა. მათგან, 12 იემენის მოქალაქეა, 3 კი - ავღანელი.

გუანტანამოს ციხეში ამჟამად სულ 61 პატიმარი იმყოფება.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირა პენტაგონის გეგმას გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ.

კომენტარები