გაუპატიურება

არასრულწლოვანი დის გაუპატიურებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

ShutterStock

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დის გაუპატიურებაში ბრალდებული გაამართლა. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

17 წლის ახალგაზრდა 15 წლის დის გაუპატიურების ბრალდებით, მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. გოგონა 8 თვის ორსული იყო. დაკავებულს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით - 3 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

სიღნაღის სასამართლოს გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები