ფეხბურთი

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს დაუბრუნდა

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში დასახელდა სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, მისი დატოვებიდან.

მესიმ არგენტინის ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება ივნისში, ჩილეში, კოპა ამერიკას ფინალში წაგების შემდეგ მიიღო.

არგენტინული მედიის ცნობით ბარსელონას თავდამსხმელმა გადაწყვეტილება "სამშობლოს სიყვარულის" გამო შეცვალა.

არგენტინის ნაკრები ურუგვაის და ვენესუელას წინააღმდეგ ითამაშებს სექტემბრის დასაწყისში.

კომენტარები