ბურკინის აკრძალვა კანში

ქალაქ კანის მერმა პლაჟზე ბურკინის ტარება აკრძალა

mirror.co.uk

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით, საფრანგეთის ქალაქ კანის მერმა, დევიდ ლისნარდმა, პლაჟზე საცურაო კოსტუმის, ბურკინის ტარება აკრძალა. საკუთარი გადაწყვეტილება კანის მერმა, ბურკინის როგორც "ისლამური ექსტრემიზმის სიმბოლო"- თი ახსნა. დევიდ ლისნარდის მტკიცებით, იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთი ისლამისტური თავდასხმების სამიზნეა, ბურკინის ტარება შესაძლებელია ფიზიკური დაპირსპირების მიზეზი გახდეს. როგორც კანის მერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა შეზღუდვა არ შეეხება სხვა რელიგიური სიმბოლოების, მაგალითად ჯვრის და ებრაული ქუდის ტარებას. აკრძალვა ასევე არ ეხება ვუალს, რომელსაც მუსლიმი ქალები თავსაბურავად ხმარობენ. 

"მე ვკრძალავ ისეთი ფორმის ტარებას, რომელიც ისლამისტური ექსტრემიზმის სიმბოლოა. იმ დროს, როდესაც საფრანგეთი ტერორიტული თავდასხმების სამიზნეა, საცურაო კოსტიუმი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის რისკებს ქმნის." - აცხადებს კანის მერი დევიდ ლისნარდი.

აკრძალვის თანახმად, ნებისმიერი ვინც დაარღვევს წესს და პლაჟზე ბურკინით შეიმოსება, ჯარიმის სახით 38 ევროს გადაიხდის. პირველი დარღვევის დროს, დამრღვევ პიროვნებას საცურაო კოსტუმის გამოცვლას ან პლაჟის დატოვებას მოსთხოვენ. 

ლისნარდის ეს გადაწყვეტილება კრიტიკის ობიექტი უკვე გახდა. ადგილობრივი ადამიანის უფლებათა ლიგის წევრის თქმით, ბურკინის ამკრძალავი კანონი ამორალურია და არ სცემს პატივს სეკულარიზმის პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ ბურკინის ტარების აკრძალვა ძალაში ივლისის ბოლოდან შევიდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, მას შემდეგ რაც აკრძალვა ძალაში შევიდა პლაჟზე ბურკინით შემოსილი არავინ დაუნახავთ. 

კომენტარები