არჩევნები 2016

ენმ-დან ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ბასილაია იქნება

ბექა ბასილაიას წარდგენა ფოთში

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ბექა ბასილაია წარუდგინა. წარდგენას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, რომელთაც ფოთის ცენტრალურ პარკში ამომრჩეველს მიმართეს და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. 

"8 ოქტომბრის შემდეგ ფოთში იწყება აღმშენებლობა. ფოთი იქცევა მსხვილ, ტურისტულ ცენტრად. ფოთს ექნება სტადიონი, საცურაო აუზი, სპორტის სასახლე. სოციალური დახმარებები აღდგება ფოთის მაცხოვრებლებისთვის. ასევე, გურიის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, გურიაში შიდა გზები, გაზიფიცირება, წყლის სისტემები, ყველა ეს პრობლემა მოგვარდება. გლეხს ექნება შესაძლებლობა დაამუშავოს მიწა და მოწეული მოსავალი ღირსეულად გაყიდოს", - განაცხადა ბასილაიას. 

ბექა ბასილაიას წარდგენას ესწრებოდა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ჭადრაკის ქართველმა დიდოსტატმა, ნანა ალექსანდრიამაც.

კომენტარები