რიოს ოლიმპიადა 2016

რიოში ოლიმპიური აუზი გამწვანდა

businessinsider.com

რიოში, ოლიმპიურ აკვაცენტრში, სადაც ქალთა სინქრონული ხტომის შეჯიბრი მიმდინარეობდა, ოლიმპიური აუზი მწვანე ფერის იყო. წინა დღეს აუზი ცისფერი იყო, თუმცა ჯერჯერობით არავის გაუკეთებია ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა აუზმა ფერი.

ორგანიზატორთა თქმით, წყლის ხარისხი ოლიმპიურ აკვაცენტრში შემოწმდა და ის უსაფრთხოა სპორტსმენებისთვის, თუმცა თავად სპორტსმენები წყლის ხარისხზე ეჭვებს მაინც გამოთქვამენ. ორგანიზატორებისვე განცხადებით, ისინი იკვლევენ აუზის ფერის ცვლილების მიზეზს.

ოლიმპიური აუზი ახლა ასე გამოიყურება:


ფოტო: thesun.co.uk


ფოტო: businessinsider.com


ფოტო: cbsnews

კომენტარები