ხანძარი ბაღდადში

ბაღდადის საავადმყოფოში მომხდარ ხანძარს სულ მცირე 11 ახალშობილი ემსხვერპლა

AFP

ბაღდადის საავადმყოფოში მომხდარ ხანძარს სულ მცირე 11 ახალშობილი ემსხვერპლა, 19 ადამიანი კი დაშავდა.

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხანძარი სამშობიარო ბლოკში ელექტროგაყვანილობის დაზიანების შედეგად გაჩნდა.

7 ახალშობილი და 29 ქალი ამჟამად სხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

კომენტარები