კრიმინალი

გლდანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ხაშურში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს თანამშრომლებმა, გლდანში, ანსამბლ ხერთვისის ხელმძღვანელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ი.მ. ხაშურის რაიონში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, პირადი მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ ვ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ხაშურის რაიონში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები