ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 6-საათიანი გამოკითხვა დასრულდა

ტაბულა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის 6-საათიანი გამოკითხვა დასრულდა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ გამომძიებელმა თქვა, რომ პაპუაშვილს ყველა კითხვა დაუსვეს, რაც პროკურატურას მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტის გამოსაძიებლად სჭირდებოდა. მისივე თქმით, მოსამართლეების გამოკითხვა აღარ იგეგმება.

პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე გამოკითხა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან. მთავარმა პროკურატურამ გამოკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. უწყების ინფორმაციით, გამოკითხული მოსამართლეები მათზე ზეწოლის ფაქტებსს უარყოფენ.

პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 157(1) მუხლის I ნაწილით.

კომენტარები