სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

სტამბოლის სასამართლომ ფეთულა გიულენის დაკავების ორდერი გასცა

AFP

სტამბოლის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო ლიდერის ფეთულა გიულენის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. 

თურქეთის ხელისუფლება ფეთულა გიულენს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. თურქეთმა არა ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-მ გიულენი თურქულ მხარეს უნდა გადასცეს. თავად ფეთულა გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული.

მომხდარის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. მათ შორის არიან 15 200 მასწავლებელი და 1500 დეკანი. გარდა ამისა, თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ ყველა მეცნიერს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია დაიხურება, სამხედრო აკადემიების ნაცვლად კი დაარსდება ნაციონალური სამხედრო უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება.

კომენტარები