თავდაცვა

კაპანაძე წითელაშვილზე: ჩემთვის ეს შემთხვევა ცნობილი იყო თავის დროზე

ჩემთვის ეს შემთხვევა ცნობილი იყო თავის დროზე. შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოები სწავლობდნენ ამ საკითხს. მე არ მეხება გამოძიება, მე მეხება შეიარაღებული ძალების მართვა, ასეთი დარღვევები თუ არადარღვევები უნდა გამოიძიონ შესაბამისმა ორგანოებმა. არიან ორგანოები, რომლებიც ალბათ დაინტერესებულები არიან და მუშაობენ. უნდა იყოს გამოძიებული, რამდენად შესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას.

გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე გენერალ გიგი კალანდაძის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ტრისტან წითელაშვილმა რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა. კალანდაძის მტკიცებით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა.

კომენტარები