შერიგების სამინისტრო

ციხელაშვილი: გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას

ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, რადგან მშვიდობა არის კონფლიქტების მდგრადი მოგვარების და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული, არამედ არის საქმეზე მიმართული და თან არის ძალიან პრინციპული. ამ პოლიტიკოს წყალობით ჩვენ შევძელით ბოლო 4 წლის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში, მყარი არაღიარების პოლიტიკა და ამავე დროს, ნულოვანი ნიშნულიდან დაგვეძრა სამშვიდობო პროცესი და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ დინამიურ ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენ გავაგრძელებთ ერთის მხრივ დეოკუპაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ, დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობასა და შერიგებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია ერთიანი საქართველო - ეს კი, პირველ რიგში გულისხმობს ჩვენი ხალხის გაერთიანებას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თანამდებობაზე წარდგენისას.

კომენტარები