შერიგების სამინისტრო

2022 წელს შერიგების სამინისტრომ KIA-ს მანქანაში 69 281 ლარი გადაიხადა

2022 წლის იანვარში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 69 281 ლარად KIA-ს ბრენდის ავტომობილი [KIA K5] შეიძინა.

ტენდერის მოთხოვნებში შერიგების სამინისტროს ეწერა, რომ შემოთავაზებული ავტომობილი არაუგვიანეს 2022 წლის გამოშვების უნდა ყოფილიყო.

"შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2022 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის შემსყიდველზე გადაფორმება". - წერია დოკუმენტაციაში.

აღსანიშნავია, რომ ტენდერის წინადადებების მიღება 2022 წლის 13 დეკემბერს დაიწყო და ორ დღეში - 15 დეკემბერს მორჩა. გამარჯვებული შპს კია საქართველო გახდა. 

კომენტარები