ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

პროკურატურა: პაპუაშვილი მთავარ პროკურორს დღეს, 17:00 საათზე შეხვდება

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს დღეს, 17:00 საათზე შეხვდება - ამის შესახებ ტაბულას მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. მათი ნაწილი უკვე იმყოფებოდა უწყებაში.

როგორც ცნობილია, პაპუაშვილი შოთაძეს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.

კომენტარები