პრეზიდენტზე ზეწოლა

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური 15 საათზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური 15 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას პროკურატურამ დაუდასტურა. უწყების ცნობით, გოგოჭური მოწმის სახითაა დაბარებული.

რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მისი ოჯახის წევრზე იყო ზეწოლის მცდელობა. ამ განცხადების შემდეგ, მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით.

კომენტარები