პრეზიდენტზე ზეწოლა

ჩიხრაძე: შესაბამისმა უწყებებმა ასეთი ფაქტები იციან, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა

თეორემა/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს პოლიტიკური განცხადების გაკეთებამდე, სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია. ჩიხრაძის თქმით, ამ ორგანოებისთვის ბევრი ასეთი ფაქტია ცნობილი, თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

"როცა მოგვიწოდებენ, რომ სამართალდაცველი ორგანოებისთვის უნდა ხდებოდეს ამ ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ბევრი ასეთი ფაქტია ცნობილი, მათ შორის კორცხელის ინციდენტი - აქ ყველაფერი ცხადია, ყველაფერი გადაღებულია, ყველაფერი ლაივში მოისმინა და ნახა საზოგადოებამ, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ ჯერ მონაწილე ადამიანები დასჯილი. არათუ დასჯილი, არამედ ვნახეთ ანალოგიურ თავყრილობაზე, ბატონი კალაძის კომენტარებიც მოვისმინეთ, რომ ისინი მათი თანამებრძოლები არიან და ყველგან მათთან ერთად იქნებიან", - თქვა პრეზიდენტის მრჩეველმა.

ფიქრია ჩიხრაძე ვიცესპიკერ მანანა კობახიძის კომენტარსაც გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ პრეზიდენტის განცხადება "ზედმეტი ალკოჰოლის მიღებას" დაუკავშირა. "რაც შეხება მანანა კობახიძის კომენტარებს, ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება", - თქვა ჩიხრაძემ.

პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე მის ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა.

კომენტარები