ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ხუთეულში სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა/ინფლაცია და პენსიებია.
კითხვაზე - თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 63% უარყოფითად პასუხობს, 36% - დადებითად.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.





