ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საპრტესტო მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქების დროს, სულ მცირე 61 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათი სააგენტო Amaq-ის ცნობით, ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომლებმაც თავი ასაფეთქებელი ქამრების საშუალებით აიფეთქეს.
აფეთქება ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, ხაზარების, მიერ გამართულ აქციაზე მოხდა.
ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა კი, მომხდარი დაგმო და მწუხარება გამოთქვა.





