ქართულმა ოცნებამ სამტრედიაში მაჟორიტარი კანდიდატი გია მიქელაძე წარადგინა

ქართული ოცნება

საქართველოს პრემიერმინისტრმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა.

პრემიერმინისტრის შეფასებით, გია მიქელაძე წარმატებული ადამიანია, რომელსაც ბიზნესსა და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

"იმისათვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მივიღოთ გაცილებით მეტად განვითარებული საქართველო, უფრო მეტი კეთილდღეობა იყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში, პარლამენტში გვჭირდება გამოცდილი ადამიანები. ამიტომ, გვინდა წარმოგიდგინოთ გია მიქელაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, პარლამენტშიც წარმატებული იქნება. ის იქნება თქვენი სიხარულისა და ტკივილის გამზიარებელი", - თქვა კვირიკაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრები გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე, ოთარ ჩრდილელი და დავით ლორთქიფანიძე.

კომენტარები