სომხეთი

სარგსიანი შეიარაღებულ ჯგუფს მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

www.president.am

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულ შეიარაღებულ ჯგუფს მძევლების გათავისუფლების და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

სარგსიანის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები სომხეთის კონსტიტუციისა და კანონების მკაცრი დაცვით განვითარდება.

აღსანიშნავია, რომ მძევლების აყვანის ფაქტს პრეზიდენტი სარგსიანი პირველად დღეს გამოეხმაურა.

შეიარაღებულ ჯგუფს 4 პოლიციელი, მათ შორის, ორი მაღალჩინოსანი, უკვე მეექვსე დღეა, მძევლად ჰყავს აყვანილი.

შენობასთან უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერი აქციები. 2 დღის წინ, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეთა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 25 პოლიციელი.

შეიარაღებული ჯგუფი შენობაში 17 ივლისს შეიჭრა. მათთან წინააღმდეგობას კი, ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, 6 დაიჭრა. შეიარაღებული პირების, რომლებიც მოძრაობა "სასუნის გმირების" წევრები არიან, მთავარი მოთხოვნა ოპოზიციის ლიდერის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომაა.

კომენტარები