მიწისძვრა

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა, მათი ეპიცენტრი დმანისის რაიონში იყო

iliauni.edu.ge

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ორივე მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის რაიონში დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრა 15:17-ზე, თბილისიდან – 57 კილომეტრში ქალაქ დმანისიდან დასავლეთით - 12კმ. სოფელ სოღუთლოში დაფიქსირდა, მისმა მაგნიტუდამ 4.2 შეადგინა. მეორე მიწისძრვა (განმეორებითი ბიძგები) კი 16:18-ზე დმანისიდან დასავლეთით - 12კმ ისევე სოფელ სოღულთლოში მოხდა, მისმა მაგნიტუდამ 2.8 შეადგინა.

დმანისის მოსახლეობამ ორივე ბიძგი შეიგრძნო, თბილისში, მიწისძვრიდან 60 კილომეტრის დაშორებით კი ბიძგები ნაკლებად შესამჩნევი იყო. 

დმანისის რაიონში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 ივლისსაც მოხდა. 

კომენტარები