თურქეთი

თურქეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა

თურქეთმა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო დროებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა.

პრემიერმინისტრის მოადგილის ნუმან ქურთულმუსის მტკიცებით, თურქეთი საფრანგეთის მაგალითს მიჰყვა, რომელმაც პარიზის ტერაქტების შემდეგ ასევე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიმართ ვალდებულებები შეაჩერა.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სამართალდამცველებს ამბოხის ორგანიზატორთა და მონაწილეთა წინააღმდეგ უფრო ეფექტური და სწრაფი მუშაობის საშუალებას მისცემს.

კომენტარები