ხშირად არის პრეტენზია, როდესაც კურსის მერყეობა ხდება, ეროვნული ბანკი კომენტარს რატომ არ აკეთებს. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა. ზოგჯერ, უბრალოდ, შეუძლებელია, ისაუბრო, თუ რატომ მოხდა გაუფასურება, ამ ყველაფერზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ეროვნულ ბანკს შეუძლია, ტექნიკურად, დიდი ინტერვენცია განახორციელოს და ჩაახშოს ის მოვლენა, რომელიც გაუფასურებაზე მოქმედებს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ნეგატიური ფაქტორების უფრო მეტად დაგროვება ხდება. ერთხელ დავიცავთ კურსს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდება. ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის უფრო მასშტაბურ გაუფასურებასა და ზიანს მივიღებთ. ეროვნული ბანკი კურსის მოკლევადიანი მერყეობის დაბალანსებაში არ ერევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კურსის გადამეტებული მერყეობა რამე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით არის გამოწვეული. როდესაც ლარი მყარდებოდა, ამბობდნენ, რომ ეროვნული ბანკი არ უნდა ჩარეულიყო და დოლარი არ უნდა შეესყიდა. რეალურად გამყარება დაიწყო უფრო დიდი სიჩქარით, ვიდრე ამის ფუნდამენტური საფუძველი არსებობდა. ამიტომ გახდა საჭირო ჩარევა. ახლა ამბობენ, რომ როდესაც გაუფასურების პროცესი დაიწყო, უცხოური ვალუტა მაშინვე უნდა გაგვეყიდა. ამის პროპორციული აღქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი მიდგომა, გრძელვადიან პერიოდში, ლარის სტაბილურობას ხელს ვერ შეუწყობს.
tbl.ge/1t7x
დაკოპირდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე რეზონანსთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ლარი დოლართან 3.12 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 0.89 თეთრით - 4 მარტის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან 1.63 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 0.25 თეთრით - 2 მარტის ვაჭრობის შედეგები
- ლარი ევროსთან კიდევ 2.45 თეთრით გაუფასურდა, ოფიციალური კურსი 3.2155 ლარია
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 29 აპრილის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 23 აპრილის ვაჭრობის შედეგები




