აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა - ტრამპი ოფიციალური კანდიდატია

Businessinsider

კლივლენდში, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დონალდ ტრამპმა დელეგატთა ხმების უმრავლესობა მოიპოვა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა.

ვიცეპრეზიდენტის პოსტზე პარტიამ ინდიანის შტატის გუბერნატორი მაიკ პენსი წარადგინა.

ორშაბათს დაწყებული პარტიის ყრილობა 4 დღე გრძელდება. ხვალ, ყრილობის ბოლო დღეს, დონალდ ტრამპი სიტყვით წარდგება და დაადასტურებს, რომ ის ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური კანდიდატია.

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა კი მომავალ კვირას დაიწყება.

კომენტარები