პრემიერი: ოცნებას მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად ნაბიჯები არ გადაუდგამს

facebook.com/KvirikashviliOfficial

ქართულმა ოცნებამ იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებიის სია წარადგინა. იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასე გამოიყურება: კობა ნარჩემაშვილი, გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე - ქუთაისი; ცოტნე მხეიძე - წყალტუბო, შალვა კიკნაველიძე - ზესტაფონი; ელგუჯა გოცირიძე - თერჯოლა-ტყიბული; პაატა კვიჟინაძე - საჩხერე; გრიგოლ ლილუაშვილი - ვანი-ხონი; კობა ლურსმანაშვილი - ბაღდათი-ხარაგაული და გია მიქელაძე - სამტრედია.

კვირიკაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

"ჩემო მეგობრებო, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება. ჩვენს ქვეყანას სწრაფი განვითარება სჭირდება. ქართულ ოცნებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად. ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება. უპრეცედენტო დახმარება გავუწიეთ სოფელს. ფერმერებს, მეწარმეებს დავუდექით გვერდით, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. გაგრელდება ეს ყველაფერი. რეალურად გავათავისუფლეთ ბიზნესი. ხელისუფლებისგან გავანთავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.  

კომენტარები