კრიმინალი

აღსრულების ბიუროსთან დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას შვიდი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

დაპირისპირების შედეგად დაჭრილ მეორე პირს კი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები არ აღენიშნება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დღეს დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციიით, დაჭრილები შსს-ს ყოფილი თანამშრომლები არიან, თუმცა, სამინისტროს განცხადებით, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ ვერაფერს დაგიდასტურებთ".

კომენტარები