კრიმინალი

შსს აღსრულების ბიუროსთან მომხდარი ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, გამოძიება დაწყებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზეც.

გავრცელებული ინფორმაციიით, დაჭრილები შსს-ს ყოფილი თანამშრომლები არიან, თუმცა, სამინისტროს განცხადებით, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ ვერაფერს დაგიდასტურებთ".

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ მათგანს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ხოლო მეორეს - შვიდი. 

კომენტარები