კრიმინალი

აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან სროლა იყო, წინასწარი ინფორმაციით, არიან დაჭრილები

აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, საპარკინგო ტერიტორიაზე ორმა პირმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ორივე მათგანი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით კი, ინციდენტი ბიუროს არ უკავშირდება და ორი მოქალაქე ერთმანეთს ეზოში დაუპირისპირდა.

კომენტარები