ეროსი კინწმარიშვილის საქმე

კიწმარიშვილის დედა: ეროსი მოკლეს, ფიზიკურად დამკვეთმა, მორალურად - თქვენ

და აი, ორი გაუსაძლისი წლის შემდეგ, აკანკალებული ვჯდები ტელევიზორთან, გამოდის ახალგაზრდა ქალი, ერთი ძარღვიც რომ არ გამოხატავს თანაგრძნობას და აცხადებს: "ეროსი თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია, ეროსი არავის მოუკლავს, ეროსიმ თავი მოიკლა." არა, კრისტალურო იურისტო, ტყუით! ეროსი მოკლეს... ვინ? ფიზიკურად დამკვეთმა და ქილერმა, მორალურად კი, თქვენ! თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში, ცუდი პროფესიონალი ყოფილხართ. თუ იძულებული გახდით, მეცოდებით და თანაგიგრძნობთ. ყველა ვერ იქნება გმირი. ოჯახს არ სჯერაო, იმეორებენ ხშირად. ოჯახს კი არა, მთელ საქართველოს არ სჯერა

წერს ეროსი კიწმარისვილის დედა, გულიკო მაჭავარიანი ღია წერილში

კომენტარები