ნიცა

ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა - არის მსხვერპლი

Nice-Matin. twitter.com

ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა და ადამიანებს დაეჯახა. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

სხვადასხვა ცნობებით, სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

ტაბულა ნიცაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, მათ მომხდარზე ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები