ჩვენი პირველადი და მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ჰარმონიული ადამიანი. ბაზრის მოთხოვნა არის ლიბერალური ფასეულობები, თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი. როდესაც ბაზრის მოთხოვნაზე ვლაპარაკობთ, ნუ შევზღუდავთ შრომის ბაზრით. ფართო გაგებით ბაზარს რა სჭირდება, როგორი ქართველები სჭირდება თანამედროვე კაცობრიობას. ამიტომ, ჩემი პასუხი კითხვაზე, რა არის ფუნდამენტური და მთავარი მიზანი და როლი, ჩემი აზრით, არის ჰარმონიული ადამიანის ჩამოყალიბება. მჯერა, რომ არათვითრეალიზებული ადამიანი, პროფესიული თვალსაზრისით, ჰარმონიას და ბედნიერებას ვერ აღწევს. ამიტომ, თუ გნებავთ, შრომის ბაზრის ეს ნაწილი გავხადოთ ქვეამოცანა, მაგრამ დედა თუ მამა ამოცანა არის, რომ ადამიანი იყოს ჰარმონიული და ბედნიერი ურთიერთობებში, ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, იყოს ეკოლოგიური არამხოლოდ ბუნებასთან, არამედ თავის გარემომცველებთან და მსოფლიოსთან, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ.
tbl.ge/1syz
დაკოპირდა

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სალომე ასათიანის გადაცემაში "ინტერVIEW" განათლების სისტემის მიზნების შესახებ.
ამავე თემაზე
- განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას გეგმავს
- "ზოგადი განათლების ახალი ხედვა" – წულაძემ სასკოლო განათლებაში ცვლილებები წარადგინა
- სამთავრობო კომისია შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების რეფორმა დაეფუძნება
- კობახიძე: სკოლა პატრიოტულ სულისკვეთებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, პროექტი მომზადებულია
- კობახიძე: წელსვე უნდა უზრუნველვყოთ 2-3 ათასი კურსდამთავრებულისთვის 4 თვიანი სტაჟირების გავლა




