კი, როგორ არა [მაქვს ივანიშვილთან კონსულტაციები], მე ადრეც განვაცხადე, რომ მე პირადად მქონდა შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივით იყო ეს. შევხვდი, ძალიან თბილი მიღება იყო. დამიდასტურა პატივისცემა, ისე როგორც მე ვუდასტურებ მას პატივისცემას და ბუნებრივია, არა მარტო მე, არამედ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი... მის დამსახურებას... გარდა ამისა, მე მგონი, არ დამამადლის თავის რეკომენდაციას, ოღონდ ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი სიტყვა, ბუნებრივია, ეკუთვნის ბატონ გიორგის, ის არის პარტიის თავმჯდომარე, ასევე მისი გუნდი, რომელიც გადაწყვეტს, სად, რომელ ადგილას ვიქნებით ჩვენ და სად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.
tbl.ge/1sxq
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე კითხვაზე, აქვს თუ არა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




