დიდი ბრიტანეთი

ტერეზა მეის სამთავრობო ცვლილებები

ტერეზა მეი
Getty

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი ტერეზა მეი სამთავრობო ცვლილებებს ახორციელებს. მან საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ფილიპ ჰამონდი ლონდონის ყოფილი მერით, ბორის ჯონსონით ჩაანაცვლა. თავად ჰამონდი კი კანცლერი გახდა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ემბერ რუდი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.

მაიკლ ფელონი კვლავ თავდაცვის მინისტრია. ლაიამ ფოქსი კი, რომელმაც 2011 წელს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრად დაინიშნა.

59 წლის ტერეზა მეი დღეს ოფიციალურად შეუდგა პრემიერმინისტრის მოვალეობის შესრულებას. მეის თქმით, მისი ხელისუფლება იმუშავებს ყველასთვის და არა "პრივილეგირებული უმცირესობისთვის."

მეი ქვეყნის ისტორიაში მეორე ქალი მინისტრია.

კომენტარები