ქართული ოცნება

სამხარაული: ივანიშვილის ჩართვას მივესალმებით, დიდი იმედი გვაქვს მისი თანადგომის

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქართული ოცნების დამფუძნებელი, შესაბამისად, მან არაერთხელ განაცხადა, რომ იქნება აქტიურად ჩართული საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და კვლავაც დიდი იმედი გვაქვს, მისი თანადგომის.
არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არაერთხელ გაეცა უკვე ამ კითხვას პასუხი. ასე რომ, მე ახლა აღარ ვუპასუხებ.

ქართული ოცნების წევრი გელა სამხარაული კითხვაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის საქმიანობაში ჩარევას ეხებოდა. კერძოდ, ტაბულამ სამხარაულს ჰკითხა, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ მთავრობის წევრები ივანიშვილს აზრს ეკითხებიან და ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაცია მიუთითებს მის არაფორმალურ მმართველობაზე.

კომენტარები