მე ძალიან კმაყოფილი ვარ [ქართული ოცნების] ახალი შემადგენლობით რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი, მართალი გითხრათ, მომეწონა ასაკობრივი ჯგუფი. ესე იგი არც ძალიან ახალგაზრდები არიან ჩვენი ახალი გუნდის წევრები და არც ძალიან ძველგაზრდები. მეორე საკითხი, ძალიან მომწონს რომ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს ამ ხალხს ანუ ბიზნესის გამოცდილებაც აქვთ, იურიდიულიც, კანონშემოქმედების, არასამთავრობო სექტორის.. მგონია, რომ ეს ძალიან გამოადგება ჩვენს საქმეს, მომავალ პარლამენტს. ასევე კმაყოფილი ვარ, რომ რაღაცა ჩვეულებრივი ხალხია ეს ხალხი, ასე ვთქვათ, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია და ალბათ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ესენი არიან ისეთი ადამიანები, ვინც ჩვენ გარშემოა, ჩვენი მეგობრები როგორებიც არიან და ისეთი თანამედროვე შეხედულებებით, თან პატრიოტები და თან მე მგონი, რომ დასავლურად ორიენტირებული და სწორად მოაზროვნე ხალხი.
tbl.ge/1swe
დაკოპირდა

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქართული ოცნების ახალ სახეებზე.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




