ვარშავის სამიტი

სტოლტენბერგი: ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისია 2016 წლამდე გაგრძელდება

AFP

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისია 2016 წლამდე გაგრძელდება. ეს განცხადება სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე გააკეთა.

"ჩვენ ახლახანს დავასრულეთ ნაყოფიერი შეხვედრა ყველა იმ ერთან, რომელიც გვეხმარებოდა ავღანეთის მტკიცე მხარდამჭერ მისიაში. პრეზიდენტ ღანთან და აღმასრულებელ ხელმძღვანელთან, აბდულაჰთან, ერთად ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები, ავღანეთის ხელისუფლების რეფორმები და ჩვენი განგრძობადი პარტნიორობა. ავღანეთი პროგრესირდება და ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ადამიანთა უფლებების პატივისცემას, ანტიკორუფციულ და ელექტორალურ რეფორმებს. შეთანხმებაზე მუშაობა, ასევე, უნდა იყოს პრიორიტეტული. მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებაზე ახლა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები არიან პასუხისმგებლები. ისინი ერთგულად და გაბედულად იცავენ ავღანელ ხალხს. ჩვენ ვაგრძელებთ წვრთნას, რჩევების მიცემასა და მათ დახმარებას.

თუმცა, ავღანეთი კვლავაც სერიოზული არასტაბილურობისა და ძალადობის წინაშე დგას. ასე რომ, ჩვენი პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ჩვენ დღეს 3 გადაწყვეტილება მივიღეთ: პირველი - ჩვენ შევთანხმდით, რომ მტკიცე მხარდაჭერის მისიას 2016 წლის შემდეგაც გავაგრძელებთ. მოქნილი, რეგიონალური მოდელის მეშვეობით. მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ობამას მისი საგულისხმო გადაწყვეტილებების გამო სამხედრო დონეებთან დაკავშირებით. ასევე, მე მოვუწონე საქციელი სხვა ერებსაც, როგორიცაა გერმანია, იტალია და თურქეთი - და ყველა სხვა გაერთიანებასა და პარტნიორს, რომელიც მონაწილეობდა მისიაში - ჩვენს მისიაში ძლიერი მონაწილეობისათვის. დამატებითი გეგმა, რითიც განისაზღვრება ჩვენი ყოფნა [ავღანეთში] 2017 წელს, მომდევნო თვეებში შემუშავდება.

მეორე - ჩვენ განვიხილეთ ჩვენი მტკიცე ეროვნული ვალდებულებები, რათა გავაგრძელოთ ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფინანსური მხარდაჭერა 2020 წლამდე. და მესამე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა ავღანეთთან გრძელვადიანი პოლიტიკური პარტნიორობისა და პრაქტიკული თანამშრომლობის თაობაზე. ასე რომ, ჩვენი გზავნილი ნათელია: ავღანეთი არ დგას მარტო. და ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი შრომისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები