ვარშავის სამიტი

ბარაკ ობამა ევროპულ ტურნეს დალასში მომხდარი თავდასხმის გამო დროზე ადრე წყვეტს

ბარაკ ობამა
AP

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროპულ ტურნეს დალასში მომხდარი თავდასხმის გამო დროზე ადრე წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ობამა ვაშინგტონში კვირას საღამოს, დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაბრუნდება. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ობამამ დალასის მერის, მაიკ როულინგსის მიწვევა მიიღო და დალასს მომავალი კვირის დასაწყისში ეწვევა. 

ცნობისთვის, ამჟამად ობამა პოლონეთში ნატოს სამიტს ესწრება. 

შეგახსენებთ, რომ დალასში ორმა სნაიპერმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, 5 პოლიციელი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. სნაიპერების მიზანი რაც შეიძლება მეტი პოლიციელის მოკვლა იყო.

თავდასხმა იმ დროს მოხდა, როცა მოქალაქეები დალასის ცენტრში პოლიციის წინააღმდეგ აქციას მართავდნენ. აქციის მიზეზი, გუშინ, ორ სხვადასხვა ქალაქში პოლიციის მიერ ორი შავკანიანი ადამიანის მკვლელობა იყო. მოქალაქეები პოლიციელთა მიერ შავკანიანების დაკავებისას დროს განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებდნენ.

კომენტარები