ვარშავის სამიტი

ჯანელიძე: წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია

ალიანსის წვერი ქვეყნები მზად არიან საქართველოს გვერდით დადგნენ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რათა საქართველო იყოს უფრო დაცული და საქართველომ გააგრძელოს ეს მნიშვნელოვანი პარტნიორობა ალიანსისთვის რეგიონში და საქართველო რაც შეიძლება მალე იყოს მზად იმისთვის, რომ გახდეს NATO-ს სრულფასოვანი წევრი. ეს არის მაქსიმალური მონდომება და სურვილი ალიანსის მხრიდან, რათა იდგეს საქართველოს გვერდით და ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების განხილვისას, NATO-ს უსაფრთხოების კონცეფციაში შავი ზღვაც მოხვდა. შესაბამისად, საქართველო, როგორც შავი ზღვისპირეთის ქვეყანა, იქნება მონაწილე ამ სტრატეგიული განხილვების და კონცეფციის, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ხაზი მინდა გავუსვა, ყველა წევრის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ალიანსისთვის და ისინი აფასებენ ყველა იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის და ასევე გლობალური უსაფრთხოებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვარშავის სამიტიდან, NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში

კომენტარები