ვარშავის სამიტი

ვარშავის სამიტის ფარგლებში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს

ვარშავის სამიტის ფარგლებში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში მონაწილობას NATO -ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იღებენ, ქართული დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა კომისიის სხდომა NATO -ს სამიტის ფარგლებში ტარდება. NATO -საქართველოს კომისიის სხდომაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, რაც ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.

NATO -საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთობლივ განცხადებას მიიღებენ.

 

კომენტარები