ვარშავის სამიტი

NATO-ს რიგით 28-ე სამიტი დღეს გაიხსნება

NATO-ს რიგით 28-ე სამიტი დღეს გაიხსნება. სამიტი პოლონეთში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 58 ოფიციალური დელეგაცია.

ვარშავის სამიტი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება.

NATO-ს წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის განლაგების გეგმას. ვარშავის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ერაყში NATO-ს საწვრთნელი მისიის გახანგრძლივებაზე. 

გარდა ამისა, ვარშავის სამიტზე NATO მიიღებს გადაწყვეტილებას ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

კომენტარები