საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში სამიტის ფარგლებში გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ სამიტის შემდეგ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ბერკეტი გარე საფრთხეებთან გასამკლავებლად. აქვე გვინდა, ხაზი გაუსვათ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში. ვარშავის სამიტის წინ ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მიანიშნებს უპირობო და მყარ მხარდაჭერას, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით. ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ეს ვიზიტი მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. ჯონ კერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო არჩევნების წინ
tbl.ge/1slb
დაკოპირდა
პრეზიდენტის პრესმდივანი ეკა მიშველაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტზე
ამავე თემაზე
- ობამა: NATO დაეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში
- სტოლტენბერგი: ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისია 2016 წლამდე გაგრძელდება
- NATO: ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფინანსური მხარდაჭერა 2020-მდე გაგრძელდება
- ბარაკ ობამა ევროპულ ტურნეს დალასში მომხდარი თავდასხმის გამო დროზე ადრე წყვეტს
- ხიდაშელი სამიტზე: ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალური მხარდაჭერა მივიღოთ