ამომრჩევლებმა, რომლებიც 15 ივლისის შემდეგ ახალ საცხოვრებელ ადგილას დარეგისტრირდებიან და ხმის მიცემა ახალ მისამართზე დარეგისტრირებულ საარჩევნო უბანზე სურთ, ცესკოს 22 სექტემბრამდე უნდა მიმართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ხმის მიცემა ისევ ძველ მისამართზე დარეგისტრირებულ საარჩევნო უბანზე მოუწევთ.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები 15 ივლისს გადაეცემა. საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები ცესკოს გადაეცემა წელიწადში ოთხჯერ: 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისსა და 1 ნოემბერს.
უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა.





