ტერაქტი

საუდის არაბეთში აშშ-ის საკონსულოსთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

state.gov

საუბდის არაბეთში, ქალაქ ჯედაში აშშ-ის საკონსულოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, დაცვის თანამშრომლებმა Dr Suleiman Faqeeh-ის საავადმყოფოს ეზოში საეჭვო პირი შენიშნეს. როდესაც მიუახლოვდნენ, მან თავი აიფეთქა.

BBC-ის ცნობით, დაცვის ორი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. 

აშშ-ის საელჩომ საუდის არაბეთში გამოაქვეყნა განცხადება და თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.  

აღსანიშნავია, რომ ჯედაში მდებარე აშშ-ის საკონსულო თავდასხმის ობიექტი 2004 წელსაც გახდა. მაშინ თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები