ის რაც ხდება დღეს, ის სამარცხვინო მარათონი, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ ჩემს წინააღმდეგ, ჩვენი პარტიის და ევროპის სახალხო პარტიის წინააღმდეგ, ეს მხოლოდ ერთს მიუთითებს, რომ ეს არის შიში, რომ მე არ გავხდე პრეზიდენტი და რატომ ეშინიათ ამის ნამდვილად არ ვიცი. გუშინ გაავრცელეს ერთი წერილი სრულიად მიუღებელი ასამბლეისთვის. დღეს ავრცელებენ მეორე წერილს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ევროპული სტანდარტისთვის და სხვათაშორის, არაევროპული სტანდარტისთვისაც არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ. ამის თაობაზე დარბაზში იქნება საუბარი, ნუ ქართულ ოცნებას რისი შერცხვება ვინც ამას აკეთებს, მაგრამ ქვეყნისთვის არის ეს სამარცხვინო ამბავი . რაც შემეხება მე, ორჯერ როცა ირჩევენ ვიცე-პრეზიდენტს, სხვათაშორის, ყველაზე დიდი რაოდენობის ხმებით, მემგონი ამ ადამიანებმა იციან ვის ირჩევენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი