ქრთამის აღება

რუსთავის საკრებულოს მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ რუსთავის საკრებულოს მაღალჩინოსანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, გრიგორ კამკამიძე კორუფციული გარიგების თანახმად, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებაში. აღნიშნულისათვის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, გრიგორ კამკამიძემ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2500 ლარი.  

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,  რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები