მაქსიმალურს ვაკეთებთ გერმანიაც და ევროკავშირიც, რომ რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება. ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა ეს დამოკიდებული და ეს საკითხი მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის. განრიგი, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში, არის ამბიციური. ვფიქრობ, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ სექტემბრის მეორე ნახევარში ალბათ, საბოლოო ლოგიკურ შედეგამდე მივალთ. რაც შეეხება კრიმინალს, თქვენ მკითხეთ, ხომ არ ვბრაზდები ამ დებატებზე, არა, იმიტომ, რომ მსგავს დებატებზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ. საუბარი მხოლოდ შეჩერების მექანიზმზეა, რომელიც მუშავდება და წარდგენილია ევროპარლამენტში დასამტკიცებლად. უკვე ავუარეთ გვერდი ამ საკითხებს, ვიზალიბერალიზაციის საკითხი კი გადაწყვეტილია.
tbl.ge/1sf6
დაკოპირდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისში, ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ოფიციალური თარგმანი.
ამავე თემაზე
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან
- კასტანერი: თუ არ ვიმუშავეთ ამაზე, შეიძლება ხვალ შეგეზღუდოთ თავისუფალი წვდომა ევროპასთან
- კობახიძე: დარწმუნებული ვარ გართულებები არ გვექნება და ვიზალიბერალიზაციას შევინარჩუნებთ